კომპანია „სანოვაგე“ წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სოციალური სოლიდარობის“ (http://socsolidarity.org/) პროექტს და მის შვილობილ სტრუქტურას. შინაარსით ის სოციალური საწარმოა და ორიენტირებულია ქალთა დასაქმებაზე. აქცენტები კეთდება დევნილ და მთაში მაცხოვრებელ ქალებზე. საბაზო საწარმო ეწყობა წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ხოლო რეგიონებში გასვლისას მომსახურებაში ვრთავთ ადგილობრივ ქალებს, ვის თავისი პროდუქტებით, ვის კიდევ სხვადასხვა მომსახურების გაწევით. ჩვენი მოგება თუ შენატანები სხვა წყაროებიდან მოხმარდება „სანოვაგეს“ სერვისების გამრავალფეროვნებას, გეოგრაფიული არეალის გაფართოებას და შესაბამისად დასაქმებულ ქალთა რაოდენობის გაზრდას, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე პრიორიტეტია ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, რათა მათ უცხოეთში არ გადაწყვიტონ ბედის ძიება.