სუფრის ნაირსახეობები
ჩვენი მომსახურების სპექტრი მარტო აქ წარმოდგენილით არ ამოიწურება. თქვენ იდეა დასახეთ და მის ხორცშესხმას ჩვენ მოვახდენთ.
ტრადიციული ქართული სუფრა
ქართულ ტრადიციულ სუფრას - პურობის კულტურას არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ანუ ქართული სუფრის ტრადიციები, თამადის ინსტიტუტი, სადღეგრძელოები უკვე კულტურული მემკვიდრეობაა.
სუფრა ქართული ყოფითი და, შეიძლება ითქვას, სულიერი კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია: ღვინო, პური (ზოგადად, საკვების მნიშვნელობით), სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას. ვრცლად ჩვენ გთავაზობთ ქართული სალხინო სუფრის გაწყობას, თამადის და ფოლკლორული ანსამბლების მომსახურებას... |
ბანკეტი-სალხინო სუფრა/ პიკნიკი
გასვლითი ბანკეტი იძლევა გასვლით რესტორნის მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ნაგებობაში, სოფლის გარემოში, ბუნებაში კარავში ან მდელოზე. ფორმატი შეზღუდული არაა: ქორწილი, დღეობა, პიკნიკი...
შესაძლებელია ბანკეტის ორგანიზება როგორც ეკონომიურად, ისე მდიდრულად, ეს დამოკიდებულია თქვენს სურვილებზე. შეგვიძლია ვიტვირთვოთ ღონისძიების სრული პაკეტი, მოსაწვევებით დაწყებული და ფეიერვერკებით დამთავრებული. ბანკეტის მომზადების ვადა დამოკიდებულია მის მასშტაბებზე, ამიტომ წინასწარაა საჭირო თადარიგის დაჭერა. პირველადი ინფორმაცია, რაც თქვენგან დაგვჭირდება, ესაა: 1. დღესასწაულის მიზეზი და ფორმატი 2. მოწყობის თარიღი და ადგილი. 3. სავარაუდო ხანგრძლივობა 4. სტუმრების რაოდენობა 5. სასურველი მენიუ 6. ფართის გაფორმება და სხვა |
ფურშეტი / Furshet
ფურშეტი (ფრ. fourchette) — ერთობლივი საკვების მიღება, როცა მოწვეულები ჭამენ ფეხზე მდგარი, თვითმომსახურებით.
ფურშეტი ეწყობა მაშინ, როცა:
|