იდეა
„ყო(ვ)ელი (სა)ჭამადი შეზავებული უამოვნეს იქმნების და ს ა ნ ო ვ ა გ ე ეწოდების“
სულხან-საბა
კვებით გასვლითი მომსახურების იდეა ჩვენთვის ახალი არაა. საკმაო ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით ქეითერინგით სხვადასხვა კომპანიების მომსახურებას და ყოველთვის გვრჩებოდა უკმარისობის გრძნობა, ძალიან ლამაზად გაწყობილი სუფრაა, პირდაპირ ხელოვნების ნიმუში, მაგრამ გემო არაფერს არა აქვს, ჯანსაღი კვების ნორმებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ეს ერთი. მეორეც, აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად არ არსებობს ორგანიზებულად ტურისტების კვებით მომსახურება ბუნებაში გასვლით, აქედან გამომდინარე დატვირთვა მხოლოდ სტაციონარულ კვების ობიექტებს აქვს, ტურპროგრამების შედგენა ხშირად ხდება იძულებით ამ ობიექტებზე მორგებით, მაშინ, როცა იგივე ტურისტების მხრიდან სურვილია, რომ ცივილიზებულად გამასპინძლების შესაძლებლობა იყოს ველურ ბუნებაში. მესამე, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება რეგიონებში, ეგზოტიკური სოფლის გარემოში. აქაც შეზღუდულია არეალი, მაშინ, როცა საქართველოს ამისათვის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია .
ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით შემუშავდა პროექტი: ქალთა ბიზნესი ქეითერინგის სფეროში და პრაქტიკული რეალიზება დავიწყეთ.