კორპორატიული კვება
სულ უფრო მკვიდრდება და ფართოვდება კომპანიების მიერ თანამშრომელთა კვების კულტურა. შესაბამისად იზრდება ამ სერვისის მიმწოდებელთა რიცხვიც...
ხომ გსურთ, რომ არა უბრალოდ იკვებოთ, არამედ იკვებოთ ჯანსაღი, ნატურალური საკვებით? მაშინ თქვენს სამსახურში გვიგულეთ, სწორედ ესაა ჩვენი სპეციალიზაცია. სანოვაგეს მოგაწვდით თბილისსა და მის შემოგარენში თქვენთვის მოხერხებულ დროსა და ადგილას. მოდაში შემოდის კომპანიების მიერ თანამშრომლებისათვის გასვლითი ღონისძიებების მოწყობა, ლაშქრობები, ექსტრემი და სხვა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია არა მარტო პიკნიკი, არამედ ეკო ტურები და გართობის პროგრამებიც შემოგთავაზოთ. |