გასტრონომიული ტურიზმი
საქართველო გასტრომონიული და აგროტურიზმის ნომინაციის სათავეშია, იუწყება National Geographic Traveler-ის ონლაინ-ვერსია.
სამზარეულო კულტურის კატეგორია, ეროვნული იდენტურობის ნიშანია.
საქართველოს არა თუ ცალკეული მხარეები, ხეობები და მეზობელი სოფლებიც კი განსხვავდება თავისი სამზარეულოთი. აქედან გამომდინარე ამოუწურავი რესურსი არსებობს გასტრონომიული ტურიზმისათვის. ჩამოსული ტურისტი დროის მოკლე მონაკვეთში ვერანაირად ვერ მოიცავს ამ მრავალფეროვნებას. ჩვენ გიიოლებთ ამ საქმეს, თუნდაც ერთ ლოკალურ ადგილზე შემოგთავაზებთ სხვადასხვა მხარეების მახასიათებელ სამზარეულოს. მზად ვართ თანამშრომლობისათვის ტურკომპანიებთან, რომლებიც გურმანთა ტურებს აწყობენ, ანდა ზოგადად სურთ სტუმრებისათვის საკვების მიღების ცერემონიაც შთამბეჭდავი და სამახსოვრო გახადონ. ვთანამშრომლობთ მარნებთან, შატოებთან და სხვა ფორმის ობიექტებთან, სადაც ტურისტების მიღებაა შესაძლებელი. გთავაზობთ კვებით მომსახურებას, მასტერკლასების ჩატარებას ჩვენს ობიექტებზე და ველურ ბუნებაში. შეგვიძლია თქვენი ინტერესების გათვალისწინებით სრულიად ორიგინალური შეთავაზებაც მოვამზადოთ. |