სასარგებლო ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრებისათვის
საკვები უნდა იყოს წამალი და წამალი საკვები, ჰიპოკრატეს ეს სიტყვები უნდა იყოს ორიენტირი ჯანსაღი ცხოვრების გზაზე. ჩვენმა მოქალაქეებმა რომ იცოდნენ რით იკვებებიან, თავზარი დაეცემოდათ. დღეს დაავადებათა დიდი წილი სწორედ შხამქიმიკატებით დაბინძურებულ საკვებზე და არასწორ კვებაზე მოდის…
ვაშლი
ხილის ხილი, ასე უწოდებს ვაშლს ზოგიერთი ხალხი. ვაშლის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს ბიბლიაც, მოგეხსენებათ რამხელა როლი ითამაშა მან ადამ და ევას ცხოვრებაში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა. ვაშლი შეიცავს ასევე E ვიტამინს, თუთიასა და სპილენძს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც საუკეთესოდ მოქმედებს ფილტვებზე. მათ ვინც კვირაში ორზე მეტ ვაშლს მიირთმევს, ასთმით დაავადების რისკი 32% ნაკლები აქვს. ვაშლით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ხილში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს. |
რომელი ვაშლია სასარგებლო?
ამბობენ, რომ მჟავე ვაშლი ტკბილზე სასარგებლოა. ანტონოვკის ტიპის ვაშლებში გაცილებით მეტია C ვიტამინი, ვიდრე ტკბილ ჯიშებში. მაგრამ მჟავე ვაშლის ხშირმა გამოყენებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ქრონიკული გასტრიტი, ამიტომაც მომატებული სიმჟავის გამო უმჯობესია ტკბილი ვაშლი ამოირჩიოთ. ყვითელი ან წითელი ჯიშის ვაშლი გამოირჩევა კალიუმის მაღალი შემცველობით, რაც ძალზე სასარგებლოა გულის დაავადებისა და არტერიალური წნევის შემთხვევებში. ალერგიულებს უფრო მწვანე ვაშლი გამოადგებათ, რადგან იშვიათად იწვევს ალერგიულ დაავადებებს.
უზმოზე ერთი ფინჯანი ყავის ნაცვლად თუ ვაშლს მიირთმევთ, ტვინი და ორგანიზმი უფრო სწრაფად გამოფხიზლდება და ტონუსში იქნება.
• თუ შაკიკის (მიგრენი) პირველი სიმპტომების დროს ვაშლს მიირთმევთ, თავის ტკივილის შეტევას თავიდან აიცილებთ.
• ძილის წინ ერთი ცალი ვაშლის მირთმევა მშვიდი და უშფოთველი ძილის გარანტიაა.
• ვაშლის დანით გარჩევა არაჩვეულებრივი ვარჯიშია . . . ტვინისთვის!
• თუ დღეში 3 ცალ ვაშლს მიირთმევთ, ადრეული დაბერება არ დაგემუქრებათ.
ვაშლი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად: მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. 8-ჯერ უფრო მეტ იოდს შეიცავს ვიდრე ბანანი და 13-ჯერ უფრო მეტს ვიდრე ფორთოხალი. გარდა ამისა ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანისთვის რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, ვინაიდან მას ორგანიზმიდან ზემეტი სითხე და მარილი გამოაქვს. ის დაბალ კალორიული ხილია და სწორედ ამიტომ იდეალური საშუალებაა დიეტის დროს. თუმცა, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს უმჯობესია ვაშლი მოთუშული მიიღოს, ვინაიდან ვაშლის სიმჯავემ შეიძლება კუჭის ტკივილები გამოიწვიოს.
ჰოლანდიელი და შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას ღებულობდნენ ვაშლს, გაცილებით ნაკლებად ავადდებიან ასთმით.
კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 2000 ქალი, შეისწავლეს დედის დიეტის გავლენა ბავშვების სასუნთქი გზების განვითარებაზე და მდგომარეობაზე, დაბადებიდან 5 წლის შემდეგ. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ქალებს, რომლებიც ორსულობისას ვაშლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ნაკლებად ჰყავთ ქოშინით ან ასთმით დაავადებული შვილები.
სხვა არც ერთი პროდუქტი (ჯანსაღი კვების) არ აღმოჩნდა ასეთი ეფექტური სასუნთქი გზებისათვის, როგორც ვაშლი.
ნაყოფის იმუნურ სისტემაზე ვაშლის ამგვარი ეფექტი გამოწვეულია მათში ფლავინოიდების მაღალი შემცველობით.
ამავე მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ თუთიას, ვიტამინებს А, Е, D, ასევე ამცირებენ ბავშვებში ასთმისა და ეგზემის განვითარების რისკს.
ამასთან გაითვალისწინეთ, ვაშლის სასარგებლო თვისებების უმეტესი ნაწილი თავმოყრილია კანში, ამიტომ ეცადეთ იშოვოთ შეუწამლავი ვაშლი და ის მიირთვათ. ჩვენში ვაშლი არ იწამლება მესხეთში, რაჭაში, ზემო იმერეთში, თიანეთის მხარეს. აგრეთვე არ წამლავენ ის გლეხები, რომლებსაც რამდენიმე ძირი ხე უდგათ საოჯახოდ და ნაჭარბს ყიდიან.

ყურძენი
დღევანდელ მსოფლიოში უკვე აღიარებულია, რომ ყურძნის და ღვინის სამშობლო საქართველოა. ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება. ყურძნის წიპწის სამკურნალო თვისებები, ძირითადად, განპირობებულია მასში შემავალი ფლავონოიდური ნაერთებით, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას; ეს კი იწვევს ისეთი ავადმყოფობის შემსუბუქებას, როგორიცაა ართრიტი, დიაბეტი და დამბლით გამოწვეული მდგომარეობა. გარდა ამისა, ფლავონოიდები უკავშირდებიან კოლაგენს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში უჯრედების განახლებას, გაახალგაზრდავებას, მოქნილობასა და სხეულის სრულყოფას. ყურძნის მარცვლები შეიცავენ შაქარს გლუკოზის სახით.ასევე 0,5 დან 1,4 % ღვინის, ვაშლის და სხვა ორგანულ მჟავებს, 0,3-0,5 % მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ, ფოსფორს, რკინას, კალციუმს და სხვ. 0,15-0,9 % ცილოვან ნაერთებს, 0,3-1 % პექტინს, ასევე ვიტამინ A( კაროტინს), B1(თიამინს, ანევრინს), B2(რიბოფლავინს), С(ასკორბინის მჟავას), В6(ადერმინს), და Р(ციტრინს). |
ამ უნიკალურ მცენარეში ბევრი სასარგებლო მიკროელემენტი, ვიტამინი და მინერალური მარილებია, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ყურძენი ასევე რეკომენდებულია სისხლნაკლულობის დროს, რადგან ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას და ამაღლებს ჰემოგლობინს.
სამკურნალოდ გამოიყენება ყურძნის წიპწებიც და ფოთოლიც.
წიპწებში აღმოჩენილია აქტიური ნივთიერება პოლიფენოლი, რომელსაც გააჩნია თვისება შეაკავშიროს თავისუფალი რადიკალები. როგორც ცნობილია ეს უკანასკნელი არის მიზეზი დაბერების და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის. ყურძნის ფოთოლს კი გააჩნია ბაქტერიციდული თვისება, ყურძნის ფოთლების ნაყენით მკურნალობენ კანის ჩირქოვან დაავადებებს, ასევე ივლებენ ყელში ანგინის დროს.
ყურძნისგან მზადდება ღვინო. ღვინით მკურნალობას ეწოდება ენოთერაპია.
ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით… მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით (800-ზე მეტი კომპონენტით!). ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის მცირე დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.
წყარო: http://ira-gar.blogspot.com

ანანასი
ტროპიკული ხილის მეფე, ასე უწოდებენ ანანასს და არც თუ ტყუილად. იგი შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინს და მინერალურ ნივთიერებას. ანანსის სამშობლოდ ითვლება ბრაზილია. კოლუმბი მოიხიბლა ამ ერთდროულად გირჩისა და ვაშლის მსგავსი ხილით. დღემდე შემორჩა ინგლისურ ენაში სახელწოდება “პინეაპლე” -გირჩვაშლა. ანანასის მომჟავო-ტკბილი ქარვისფერი რბილობი სასიამოვნო საჭმელია, ხოლო სასიამოვნოზე მეტად სასარგებლოა, ანანსასის რბილობში 87% წყალია, 12-15% ფრუქტოზა, ორგანული მჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, PP, პროვიტამინი A, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა, სპილენძი, მარგანეცი, იოდი. ანანასისი ნაყოფის ან წვენის მიღება დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, ასტიმულირებს კუჭნაწლავის მოქმედებას, ამცირებს სისხლის წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, გვეხმარება ზედმეტი წონის დაკლებაში. განსაკუთრებული პოპულარობა ანანასს ბოლო დროს მოუტანა მის რბილობში ბრომელაინის- ფერმენტების ნარევის აღმოჩენამ, რომელიც შლის ცილებს. |
კივი
კივის სამშობლო ჩინეთია. საქართველოში კივის მოშენება მაშინ დაიწყო, როცა მსოფლიოს უკვე კარგად ჰქონდა ეს საინტერესო ხილი დაგემოვნებული. ერთნაირად კარგად ხარობს როგორც შავიზღვისპირეთში, ისე კახეთში, თუმცა ადგილობრივი წარმოება მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს და დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდანაც. რბილობი შეიცავს საკმაო რაოდენობით ასკორბინის მჟავას, რომელიც ამაგრებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, თავიდან გვაცილებს გაციებას, C და PP ვიტამინებს, B ჯგუფის ვიტამინებს, პროვიტამინ A. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. თაფლში მოზელილი კივის ნაყოფი 1:1 შესანიშნავი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია. |
ბანანი
ერთერთი ყველაზე რეიტინგული ხილია. მისი სამშობლოა ინდოეთი. საქართველოში კარგად ხარობს, მაგრამ სიცივეები უსწრებს და ნაყოფი ვერ მწიფდება. მას დეკორატიული მიზნით რგავენ. ბანანის ნაყოფში ბევრია ნახშირწყლები, ვიტამინები A, C და B ჯგუფის. ორგანიზმიდან გამოაქვს “შლაკები” და სითხეები, ხსნის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, სისხლში ამცირებს ქოლესტერინს, აძლიერებს იმუნიტეტს, ამშვიდებს ნერვებს და ხელს უწყობს მშვიდ ძილს. ბანანი ფართოდ გამოიყენება სასმელების მომზადებისას, სალათებში, საკონდიტრო წარმოებაში. გაითვალისწინეთ: ბანანი ტრანსპორტირება-შენახვის მიზნით მუშავდება ქიმიურად და მისი მიცემა მცირე ასაკის ბავშვებისათვის მიზანშეწონილი არაა. ყოფილა შემთხვევა, რომ უფროსი ასაკის ადამიანიც კი მოწამლულა. |
გრეიფრუტი
ქართულ ციტრუსებში გრეიფრუტს მოკრძალებული ადგილი უკავია ფორთოხლის, მანდარინის და ლიმნის შემდეგ, მაგრამ თავისი სასარგებლო თვისებებით მას ღირსეული მეტოქეობა შეუძლია გაუწიოს ბევრ ხილს. მისი ნაკლები პოპულარობა განპირობებულია მომჟავო-მომწარო გემოს გამო. გრეიფრუტის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, P, B ჯგუფისას, კალიუმს და მაგნიუმს. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას, აღაგზნებს მადას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას. სანამ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას დიეტით შეეცდებით, მოსინჯეთ გრეიფრუტი. მისი კანქვეშა ნაყოფის თხელი აფსკი შეიცავს ნივთიერება ნარინგინს, რომელიც მეცნიერთა აზრით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, შედეგად ცხიმის წვას, რის გამოც გრეიფრუტის რეგულარული მიღებისას ბუნებრივად ქრებიან ზედმეტი კილოგრამები.
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს გერდის გამოკვლევით გრეიფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც ქოლესტერინის შესამცირებელი ცნობილი პრეპარატები. ამ ხილის გლიკოზიდები და ვიტამინები აკეთებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიალურ წნევას.

გრეიფრუტის ერთი ნაყოფი ადამიანის C ვიტამინზე დღიურ მოთხოვნილებას ფარავს. მასში შემავალი ბიოფლავონოიდები ელასტიურს ხდის სისხლძარღვებს, თავიდან გვაცილებს სისხლჩაქცევებს.
როგორც სხვა ყვითელ-ნარინჯისფერი ნაყოფები, გრეიფრუტიც აუმჯობესებს განწყობას, ამხნევებს, ორგანიზმზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ძალას მატებს ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას, აუმჯობესებს მეხსიერებას. თუ განიცდით მუდმივ დაღლილობას, თავს გრძნობთ დამტვრეულად, ავადმყოფად და ეს გამოწვეულია საფუარის სოკო კანდიდათი (candida) , რომელსაც იმუნური სისტემა გამოჰყავს წონასწორობიდან, შესაძლოა ამ ვერაგ მტერს მოერიოთ გრეიფრუტის კურკებით. სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მათი ანტიბიოტიკური ზემოქმედება რვაასამდე ბაქტერიაზე. სალათებზე გრეიფრუტის წვენის მოსხმით თქვენ ორმაგ ეფექტს მიიღებთ. თაფლში მოზელილი გრეიფრუტის ნაყოფი 1:1 შესანიშნავი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია. |
ფორთოხალი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია მსოფლიოში. მისი სახელწოდება ქართულში ბერძნულიდანაა შემოსული. სელექციის შედეგად ფორთოხლის მრავალი ჯიშია გამოყვანილი. ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ქართული ფორთოხალი, რომელსაც კურკები აქვს და ზოგჯერ ცოტა მომჟავოა და “ვაშინგტონი”, რომელიც უცხოურ ანალოგებს ზომითა და შაქრიანობით ჩამოუვარდება, მაგრამ წვნიანი და ძალიან გემრიელია. ც ვიტამინის წყალობით თავიდან გვაცილებს გაციებას, შეიცავს ბ ჯგუფის ვიტამინებს, პროვიტამინ ა-ს, კალიუმს. კურნავს რევმატიზმის სიმპტომების მქონე დაავადებებს. ფორთოხლის წვენი ნებისმიერ დროს სასიამოვნო დასალევია და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვენს წარმოადგენს მსოფლიოში. C ვიტამინისა და გლიკოზიდების წყალობით გვიცავს გაციებისაგან, ამაღლებს ტონუსს, ხსნის დაღლილობას და ამაგრებს სისხლძარღვებს, ამიტომ ურჩევენ ექიმები ათეროსკლეროზისა და გიპერტონიის დროს. თუ ფიგურაზე ზრუნავთ, იგი თქვენი პროდუქტია, თუმცა მაღალი მჟავიანობისა და კუჭის წყლულის დროს ამ წვენზე თავის შეკავება სჯობია. |
მარწყვი
ადამიანის ერთ-ერთი საყვარელი ხილია. ადრეულა მოსავალს ზამთავრგამოვლილი და ვიტამინებსა თუ სხვა მიკროელემენტებს მოწყურებული ორგანიზმი აქტიურად ითხოვს. მარწყვი ნორმალურს ხდის ნივთიერებათა ცვლას, გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და შარდგამომდენი გზების დაავადებებისას, ნაღველაში ქვების ქონისას. მარწყვის წვენი ათეთრებს და არბილებს კანს. მარწყვს დიდი გამოყენება აქვს საკონდიტრო წარმოებაში ნამცხვრების, ტორტების, სუფლეების, ლიქიორის და სხვათა მოსამზადებლად. |
ბროწეული
ბროწეული ნატუროპათების მიერ სუპერსაკვებადაა მიჩნეული და არც თუ უმიზეზოდ. მისი ნაყოფი მდიდარია ასკორბინისა და სხვა ხილის მჟავებით, შაქრებით, ტანინებით. ხალხურ მედიცინაში ტკბილი ბროწეულის წვენს იყენებენ თირკმელების დაავადებისას, ხოლო მჟავეს- ქვების საწინააღმდეგოდ თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში. ბროწეულის წვენი კარგად კლავს წყურვილს ციებ-ცხელებისას, მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი, ახდენს ხმის დაწმენდას. იგი შეიცავს ბევრად მეტ ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სასმელი წითელი ღვინის ჩათვლით. ბროწეული ეფექტურია ხველებისას, გაციებისას, ორგანიზმის გამოფიტვისას და სხვა. ნაყოფის კანის ნახარში გამოიყენება ანთებითი დაავადებებისას ღვიძლში, თირკმელებში, პირის ღრუში, სახსრებში, სისხლდენისას და სხვა. საქართველოში ბროწეული ველურადაც იზრდება, მაგრამ იგი რამდენადაც მდიდარია შედგენილობით, იმდენად მჟავეა საჭმელად. ვრცლად/More |
კაკალი – ნიგოზი
კაკალი გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში გარდა ცივი ზონებისა. ამჟამად კაკლის წარმოებასა და ექსპორტში ლიდერობს ინდოეთი. საქართველოში იგი იზრდება ველურადაც და კულტურაშიც.ქართულ ტრადიციაში ნიგოზს ფართო გამოყენება აქვს როგორც უმად საჭმელად, ისე კერძების შესაკაზმად, ჩურჩხელის დასამზადებლად, საკონდიტრო წარმოებაში. ევროპაშიც უკვე პოპულარული ხდება ქართული დელიკასი-კაკლის მურაბა. ნიგვზის მიღება სისხლში ამცირებს ქოლესტერინს, რეკომენდირებულია იშემიით დაავადებულთათვის, გულის დაავადებებისა და გიპერტონიისას, მცირესისხლიანობისას, ღვიძლის დაავადებისას. ძალიან სასარგებლოა ხანდაზმულთათვის, დიაბეტისას, კუჭის სიმაგრისადმი მიდრეკილების მქონეთათვის. დასუსტებულთათვის ძალისა და მხნეობის აღსადგენად. კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას უზმოზე ჭამა კარგ შედეგს იძლევა. ნიგოზი გამოიყენება მძიმე მოწამვლებისას. ნიგოზი თაფლთან ერთად გამონაცადი საშუალებაა გიპერტონიისას, მცირესისხლიანობისას, ათეროსკლეროზისას, სხივური დაავადებებისას, სქესობრივი პოტენციის შემცირებისას. გახსოვდეთ, ნიგვზის დიდი რაოდენობით მიღება სასურველი არაა, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილები. ნიგოზი მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტს წარმოადგენს. ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, იგი სასარგებლოა ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების დროს. არეგულირებს კუჭის მჟავიანობას. დანაყილი ნიგოზის სახეზე წასმით შესაძლებელია ჭორფლის მოცილება. |
ჩურჩხელა
ჩურჩხელა ქართული ეგზოტიკური ნუგბარია. იგი შედგება ნიგვზის, თხილის ან ქიშმიშისა და ყურძნის ბადაგში მოდუღებული ხორბლის ფქვილისაგან. სასიამოვნო საჭმელია როგორც ახალ გამზადებული, ისე დაძველებული, როცა გარედან გადაიკრავს ყურძნის წვენიდან გამოყოფილ შაქრის თეთრ ფენას. ჩურჩხელა თვისობრივად უნიკალური, რთული პროდუქტია. იგი აერთიანებს ნიგვზისა და ბადაგის სასარგებლო თვისებებს. ერთი ჩურჩხელა სრულიად საკმარისია ადამიანის დასანაყრებლად და ვიტამინ-მიკროელემენტებზე დღიური მოთხოვნილების მნიშვნელოვანწილად დასაკმაყოფილებლად. ჩურჩხელა რეალურად ენერგეტიკული პროდუქტია. საქართველოს ბაზარზე ძირითადად შეხვდებით ფალსიფიცირებულ ჩურჩხელას (სავარაუდოდ 80%), რომლის დამზადებისასაც ყურძნის წვენის მაგიერ იყენებენ შაქრით მოდუღებულ სიროფებს და ამას ისე ტექნიკურად აკეთებენ, რომ ნატურალურისგან ძალიან ძნელი გასარჩევია. ვინც ნაღდ ჩურჩხელას საბაზროდ აკეთებს, ის კიდევ დუღილს აკლებს ყურძნის წვენის ეკონომიის მიზნით და ასეთი ჩურჩხელა არც ტკბილია და არც რბილი (დაძველების შემთხვევაში). |
ნუში
ყველაზე ელიტარული და პატივცემულია მსოფლიოში ლებნიან ნაყოფებს შორის. მას სამეფო კაკალსაც უწოდებენ. ეგვიპტეში ფარაონებისათვის მისართმევ პურს ნუშს უმატებდნენ. ძველ რომში ნუში ითვლებოდა ნაყოფიერების სიმბოლოდ, მას მიაწერდნენ სექსუალური ცხოვრების გახანგრძლივებას. აბრეშუმის გზაზე მოგზაურთა ძირითად საკვებს ნუში წარმოადგენდა. სწორედ მათი საშუალებით მოხვდა იგი ევროპაში. ნუში წარმოშობით შუა აღმოსავლეთიდანაა. ამჟამად იზრდება ხმელთაშუაზღვიდან შუა აზიამდე, კალიფორნიაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში. ამჟამად ნუშის ყველაზე დიდი მწარმოებელია აშშ, ესპანეთი დგას მეორე ადგილზე. მნიშვნელოვან იმპორტიორებს წარმოადგენენ იტალია, პორტუგალია, თურქეთი და საბერძნეთი. საქართველოში ნუში კარგად ხარობს, მაგრამ ამინდის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და გაზაფხულის სიცივეები უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე. ნუშს ფართო გამოყენება აქვს კულინარიაში. მისი არომატული ნაყოფი სასიამოვნო გემოს აძლევს ნებისმიერ კერძს თუ ნამცხვარს, გამოიყენება ლიქიორების დასამზადებლად. ნუშის ზეთი მოიხმარება კოსმეტიკაში. ნუში მდიდარია ორგანიზმისათვის აუცილებელი კომპონენტებით. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, შეუცვლელია კბილების, თმისა და კანის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის, ააქტიურებს ტვინის მუშაობას, შეუცვლელია ფეხმძიმე ქალებისათვის. ნუშის რამდენიმე ლებანი ცვლის ბუტერბროდს დანაყრების თვალსაზრისით, ამავე დროს წონას არ მატებს ხელს უწყობს ლამაზი ფიგურის ფორმირებას. გამოიყენება ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქიალური ასთმის, უძილობის, შაკიკის, კრუნჩხვების, ხველების, კუჭნაწლავის წყლულის, გასტრიტის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ. |
ჭინჭარი
უმეტეს ადამიანებში ჭინჭრის ხსენება დასუსხვის ასოციაციას იწვევს, არა და იგი ბუნებისგან უხვად მორთმეული უნიკალური ნობათია. უფრო იოლია იმ დაავადებების ჩამოთვლა, რომლის მიმართაც არ გამოიყენება ჭინჭარი. არ დარჩენილა რომელიმე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიმართულება უძველესი დროიდან დღემდე, რომელსაც ჭინჭრისათვის ღირსეული ადგილი არ მიეჩინოს. მისი მოქმედების სპექტრი შთამბეჭდავია: ჭრილობების შემხორცებელი, შიდა სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი, იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ვიტამინური, ციების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, თირკმელების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გამწმენდი, კუჭში გამხსნელი, გულის გასამაგრებელი, ტუბერკულიოზის, ბრონქიალური ასთმის, ბრონქიტის, ალერგიის, წყლულების (მათ შორის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის), საწინააღმდეგო, რძის მოსამატებელი, თმის გასამაგრებელი, ქერტლის მოსაცილებელი და სხვ. ჭინჭარი შეიცავს ვიტამინებს: C, K, B1, B2, კაროტინოიდებს, ქლოროფილს, გისტამინს; მიკროელემენტებს: მაგნიუმს, კალციუმს, სპილენძს, მოლიბდენს, ბარიუმს. აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და სხვ. მხოლოდ ტრომბული დაავადებების მქონენი და ფეხმძიმე ქალები უნდა მოეკიდონ ჭინჭრის მოხმარებას ფრთხილად. ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ყოველთვის მოიხმარებოდა ჭინჭარი შეჭამანდის, მოხრაკული, ნიგვზით გაწყობილი და სხვა სახით. |